четверг, 16 октября 2008 г.

პარანორმალური მოვლენები



1. პროექტის სახელი: პარანორმალური მოვლენები.
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: მოსწავლეები იკვლევენ პარანორმალურ მოვლენებს.
3.
პროექტის სრული აღწერა: ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ გამოეცნოთ ბუნების პარანორმალური მოვლენები, განეჭვრიტათ თავიანთი მომავალი, აეხსნათ სიზმრები, განედევნათ დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანთა მოჩვენებები, ჩაეტერებინათ სპირიტული სეანსები და სხვა. მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ ფაქტები და გააკეთონ მათი მიმოხილვა, შექმნან ნაშრომების ვებვერსია და ყველა მონაცემი განათავსონ ერთ საიტზე.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 14, 15, 16
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით, ფოტოალბომის შექმნა, დისკუსიების გამართვა, პრეზენტაციის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქნმნას: ფოტოალბომი, ფოტოების გამოფენა, პრეზენტაცია, ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით.
8. სარგებელი სხვებისთვის: გაეცნობიან პარანორმალური მოვლენების ახსნას.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები სწავლობენ ინტერნეტის საძიებო სისტემების გამოყენებას, ბლოგების შექმნას, პრეზენტაციების მოწყობას, დისკუსიების გამართვას.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: მზია კუბლაშვილი
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა:
mziakublashvili@gmail.com

14. პროექტის ფორუმი:
http://foro.iearn.org/webx?230@@.1ea109ae

15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
paranormalurimovlenebi.blogspot.com

среда, 15 октября 2008 г.